9 აპრილი

ო, იმ ბრწყინვალე და იმ საშიშ დღეს,
ცხრა აპრილს,
თბილისს ჭმუნვად რომ ედგა,
დარდმა შებოჭა გულები როცა,
როცა გულების ისმოდა ფეთქვა.
ვიღაც გალობდა, ვით ჩიტი ველად,
მაგრამ გალობა ჩათავდა ვეღარ.
თავისუფლებას იმღერდა ხალხი,
თავისუფლების ისმოდა ჰიმნი.
თუმცა თოფების ამ მქუხარებით,
თითქოსდა გაწყდნენ ჩონგურის სიმნი.
ზღვას ატალღებულს მოჰგავდა ხალხი
სიმღერა ხვალინდლის იწყებდა ძერწვას,
მტრებმა არ დაინდეს მოხუცი, ბავშვი
ყური უყრუეს ათასთა ხვეწნას,
მაგრამ გმირული გაბედულებით
ბრძოლად ჩაერთვნენ ქალბატონები.
ჭაღარა დედავ, ქალო ლამაზო
გული ამაყობს თქვენი გონებით.
გულს ნაღველი მაჩნს მსოფლიოსხელა
სისხლისღვრას ზიზღი, გმობა, უარი.
შეხე საკუთარ ეზოში, კარში
ბევრი შემოსეს თეთრი სუდარით.
ტანჯვა გვაგემა წითელმა ურდომ,
ჩააქრო ბერვი მზე და სოცოცხლე.
გუშინ თითქოსდა ჩვენი ქომაგნი,
დღეს ჩვენი სისხლით ღებავდნენ ხელებს.
ხისტების კვალი სისხლიან მკერდზე
9 აპრილი ხომ ის თარიღია.
დუშმანს მგლებურად უელავს ეშვი,
მისი საკბილო კი თარიღია.
და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე არივდარიეს,
მოსპეს უკლებლივ.
ეტყობა ხვედრი იყო ასეთი,
ჩანს ეს გზაა თავისუფლების.
უსაზღვრო არის ჩემი სიბრაზე,
გულზე ცეცხლივით ალად მედება.
თქვენ არ მომკვდარხართ წამებულებო,
ყოველი დღე ხომ თქვენით თენდება.
ნიზამი მამედზადე