აზერბაიჯანელი ხალხის გლოვისა და ღირსების დღე - 20 იანვარი
34 წელი გადის 20 იანვრის ტრაგედიიდან, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის მეხსიერბაში სამუდამოდ აღიბეჭდა, როგორც სისხლიანი იანვარი
1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს, 11:30 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ბაქოში შემოიჭრა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილი, რის შედეგადაც 147 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 638 დაიჭრა და 841 კაცი კი უკანონოდ იქნა დაკავებული. ასევე ასობით ადამიანი გახდა დაუნდობელი ტანჯვა-წამების მსხვერპლი. სისხლიანმა ჟლეტა-დარბევამ და ძარცვამ, რომელიც იმ დღეებში ბაქოში განხორციელდა, ასევე მოიცვა ქვეყნის მრავალ რეგიონი და ქალაქი. დაღუპულთა შორის აზერბაიჯანელებთან ერთად იყო 6 რუსი, 3 ებრაელი და 3 თათარი მოქალაქე, ასევე დაიღუპნენ ბავშვები, მოხუცები და ქალები ...
საბჭოთა იმპერიის მიერ განხორციელებული ვანდალური აგრესიის მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულის ჩამხშობა და ბაქოში აღკვეთა მასობრივი საპროტესტო აქციებისა, რომლებიც მიმართული იყო სომხეთის პარლამენტის მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთების შესახებ იმავე წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
რესპუბლიკაში გამეფებული ქაოსისა და განუკითხაობის მეორე დღეს, რომელიც გამოწვეული იყო რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის უნიათობითა და არაკომპეტენტურობით, მოსკოვში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში გამართულ პრეს კონფერენციაზე აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა მკაცრად დაგმო მომხდარი და მას დემოკრატიული ფასეულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული აქცია უწოდა.
ამ სისხლიანმა ტრაგედიამ, ასაკისა