ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა
ლიტერატურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის ცხოვრებაში და მოღვაწეობაში. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰეიდარ ალიევი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფო მოღვაწეა, რომელსაც გააჩნდა
ლიტერატურის სიღრმისეული
და სისტემატური ცოდნა. ჰეიდარ ალიევის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ლიტერატურის ფაქტორს, რომელიც მოზარდობიდან და ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა კითხვის დაუოკებელი
უნარით და სკოლის ასაკშიც გაბედულად გამოდიოდა სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. მან თავად აღიარა მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული როლი მის პირად ბედის ფორმირებაში. აი რა თქვა ჰეიდარ ალიევიმა თავის
გამოსვლაში აზერბაიჯანელ მწერალთა მე-10 ყრილობაზე 1997 წელს: „პირადად მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და ლიტერატურა მიყვარდა ბავშვობიდან, იმ პერიოდიდან,
როცა წავიკითხე ლიტერატურის პირველი ნიმუშები სკოლაში...“
ასევე არიან
მწერლები და პოეტები, რომელთა მიმართაც
გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე განსაკუთრებული სიმპათიით იყო განწყობილი, იგივე შეიძლება ითქვას
მხატვრულ ნაწარმოებებზე,
რომლებსაც იგი გამოარჩევდა და უპირატესობას ანიჭებდა. იგი თავის გამოსვლებში,
როგორც წესი, ღრმა და
საგულისხმო აზრებს გამოთქვამდა
ჯალილ მამედგულუზადეს „მკვდრებზე“,
სამად ვურგუს „აზერბაიჯანზე“, ჰუსეინ ჯავიდის „დემონსა“
და სხვა ლიტერატურულ ნიმუშებზე.
ჰეიდარ ალიევს
ისტორიულ თემაზე მაღალმხატვრული ნაწარმოების შექმნა მწერლების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მოვალეობად მიაჩნდა სამშობლოსა და ხალხის წინაშე. გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაწარმოებებში ორგანულად უნდა ერწყმოდეს
ერთმანეთს ისტორიული სინამდვილე
და მხატვრული დონე:
„ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებშიც იქმნება ისტორიული პირების მხატვრული სახე
და აღწერილია
ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდები, უნდა დაიწეროს უმაღლეს დონეზე. ეს არის უაღრესად
მნიშვნელოვანი,
გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული თემები. მხოლოდ ნიჭიერ და ღრმად განათლებულ
მწერლებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ასეთ თემებს“.
ჰეიდარ ალიევის კულტურულ პოლიტიკაში თანამედროვეობას უნიკალური როლი და ადგილი უკავია. დიდი ლიდერი ყოველთვის თვლიდა, რომ ”ყოველი ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რამდენად საპასუხისმგებლო ამოცანაა თავისი ეპოქის სისრულით ჩვენება,