კონკურსი - "ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის"


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: ,,ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულ საჯარო სკოლას;
კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი;
ნამუშევრების წარდგენის ვადაა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აპრილი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected];
საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი - მობ.: 598 60 50 20
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში ან/და შექმნილი აქვს ოფიციალური გვერდი, სასურველია ნამუშევარი დამატებით აიტვირთოს შემდეგი მონიშვნებით:
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 4 საუკეთესო პოსტერს;
საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს სლოგანი (დევიზი) და გრაფიკული ელემენტებისგან შექმნილი ელექტრონული ან ხელით შესრულებული ნახატი;
პოსტერის შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს საკონკურსო თემატიკასთან მიმართებაში;
სლოგანის (დევიზის) ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ კონკურსისათვის შემუშავებული;
მითითებული უნდა იყოს სკოლის სრული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ავტორი ან ავტორთა ჯგუფი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 14 აპრილს - ქართული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

Gaxa.ge